ცისფერი ორშაბათი

დღეს თურმე ცისფერი ორშაბათი ყოფილა, წლის ყველაზე looser-ი დღე.

Cliff Arnall-ის ამ დღის გამოთვლის ფორმულას რომ გავყვეთ, კერძოდ კი ამინდს (W), შობის შემდგომ გავლილ დროს, (T) დაგროვილ ვალებს (D), დაცემულ მოტივაციას (M), ტრაკის განძრევის საჭიროების განცდას (Na) და ახალ წელს მიღებული გადაწყვეტილებების ჩაფლავებიდან გავლილ დროს (Q) – ცისფერს კი არა შავ ორშაბათს მივიღებთ. როგორი სიტუაციაა ამ ფორმულის მიხედვით:

  • ამინდს არაუშავს +
  • დაგროვილი ვალები ვედრო მანეთად –
  • შობიდან ჩემთვის ემოციურად უკვე იმდენი დრო გავიდა, რომ რა შობა რის შობა –
  • მოტივაცია არათუ უბრალოდ დაცემული, არამედ სრულიად ზნედაცემული მაქვს – 
  • იმის განცდა, რომ რამე უნდა ვიღონო ციკლის პერიოდივითაა, თვეში ერთხელ –
  • ახალ წელს დაგეგმილი მთავარი საკითხი, დამეზოგა ფული საფულეში და არ დამეზოგა ცხიმები ორგანიზმში, სრულიად საპირისპიროდ განვითარდა – 

ასე რომ გამოდის სრული FAIL დღე ყოფილა მართლა, რომ დავუკვირდე, თანაც ორშაბათი. ჩემს შიგნით მბჟუტავი ოპტიმისტი გაყვირის თავისთვის, კიდევ კარგი გახეული ბოტასით თოვლჭყაპში არ ხარ გასასვლელიო, მაგრამ მისი ხმა მივაჩაქუჩე ეგრევე და ისევ ამ დღის ვაებას დავუბრუნდი. ეს ალბათ მხოლოდ ერთი დღე კი არა, რაღაც განუსაზღვრელი პერიოდი უნდა იყოს 20 იანვრიდან თებერვლის დასაწყისამდე. 

რაში უნდა გამოგვადგეს ასეთი დღის არსებობა? ალბათ მხოლოდ იმაში, რომ დამატებითი ფასდაკლება გამოვიმათხოვროთ მაღაზიებში სპეციალურად გაჭირვებულთათვის და კიდევ ერთი დღე გვქონდეს დროის გატარების მიზეზად. 

 

Advertisements

About alterya

alterya.wordpress.com
Link | This entry was posted in Uncategorized and tagged , , , , , , , , . Bookmark the permalink.

ეხლა დავფიქრდი, რომ...

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s