კიდევ ერთი უსაქმურის გესლიანი პოსტი ნინი ბადურაშვილზე

Image

უსაქმურობა მაინც თავისას შვება.

ეს დღეებია ინტერნეტში ათასი სისულელე ამბების ქექვით ვარ დაკავებული და განსაკუთრებით კი ნინი ბადურაშვილის ამბებს ჩავუღრმავდი.

(აქვე უნდა ვაღიარო, ამ პოსტის დაწერის იდეა არამარტო უსაქმურობას, არამედ ჩემს შინაგან ბოღმანარევი სარკაზმით შემკულ ქალურ ბუნებასაც უკავშირდება)

თურმე ნინი ბადურაშვილი ქმარს გაშორდა. ალბათ უფრო სწორი ფორმულირება იქნებოდა, რომ ირაკლი კუტალაძე გაშორდა ცოლს.

მოკლე შეჯამება:

  • მოუნდა გოგოს კარიერის გაკეთება და გამონახა მისი აზრით ყველაზე კარგი შესაძლებლობები – საქმიანი შეხვედრა და ფლირტი რუსეთის ბაზარზე გასვლისა და მოშენების პერსპექტივით;
  • ტიპმა ეგრევე ცოლობა თხოვა (აბა რა, რაღა დროს სიყვარულია), რაზეც ნინიმ შეყარა საოჯახო საბჭო და ერთხმად გადაწყვიტეს, რომ ეს ყველაზე კარგი ვარიანტი იყო;
  • ამასობაში ქმარი აღმოაჩნდა მურთაზი, რომელიც სულაც არ თვლიდა საჭიროდ ყოველ საღამოს დაეხარჯა უამრავი ფული და ენერგია მის ცოლზე (არადა თავისი მეგობრის პროექტშიც ჩართო ცოლი, 2-ჯერ ამღერეს, მაგრამ რა ხეირი);
  • იქაურმა პოპულარულმა მეჯვარე/მეგობარმაც (ვისგანაც იმედი ჰქონდა იქაურ წრეებში სოციალიზაციის) რეალურად ფეხზე მიიკიდა;
  • დარწმუნდა ორსულობაში, ოჯახის იქით ვერავინ ცნობდა, ვეღარ მალავდა გულწრფელ ემოციებს, რის გამოც აერიათ ურთიერთობები და ჩამოვიდა საქართველოში იმაზე მეტი ხნით, ვიდრე შეთანხმებული იყო;
  • მოსკოვში nothing personal, just business დაბრუნების მიზანი იქ შვილის გაჩენა იყო, მაგრამ იქამდე ქმარს შეახსენა – დუბაიში რომ უნდა წავეყვანე შენს მშობლებს, სად არისო? იმათმა უთხრეს ფაფუო!
  • რატომღაც ეგრევე საქართველო გახდა ყველაზე კარგი ადგილი ბავშვის გაჩენისთვის და ურთიერთობებიც ამით დასრულდა
  • საქართველოში ჩამოსულს დიდხანს უკვირდა “გულწრფელად” საიდან მოქონდათ ჭორები მისი დაშორების შესახებ, რომელზეც მისმა ქმარმა ეგრევე ღიად უპასუხა ჟურნალისტს.

ღაღადი:

ნინი, შვილო! გულწრფელად გეგონა, რომ შენი “კდემით” რუსეთში აწყობილი ბიზნესის მეპატრონეს დააგოიმებდი? გეგონა, რომ “უანგარო” მეგობრობისთვის შენი შერჩეული მეჯვარე ქეთა თოფურია შენს იქაურ გაპიარებაზე იზრუნებდა თავად, შენი ყოველი საღამოს გალამაზებით? გეგონა, რომ 2-ჯერ იმღერებდი სადღაც კლუბში და პროდიუსერები თავს მოგეხვეოდნენ?

იმათი “დაგოიმება” ვინც შენზე მეტად არის აზრზე მოსული – არის სისულელე, ხალხნო, დაიმახსოვრეთ!

Advertisements

About alterya

alterya.wordpress.com
This entry was posted in Uncategorized and tagged , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

ეხლა დავფიქრდი, რომ...

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s